суббота, 16 ноября 2013 г.

ხელოვნება როგორც რეაქცია კატასტროფაზე-ექსპრესიონიზმი












გაავებული და გაუწონასწორებელი ძალადობით მოცულ სამყაროში ისმის ყვირილი-ესაა ექსპრესიონიზმი :

ექსპრესიონიზმი არაა მხოლოდ გამომხატველობა, ისაა სულიერი საწყისის თვალშიცემად გამოსახვაზე დაფუძნებული მხატვრული მეთიდი.
   მან პირველ პლანზე აქტიურად წამოსწია დამიანი და მისი სულიერი სამყარო მაშინ როდესაც ადამიანს და ადამიანობას მოკვლით ემუქრებოდა სისხლისმღვრელი ომები.

            ექსპრესიონიზმი არის მარტოსული, ტექნის, უფროსობის, გაავებული ბრბოს მიერ შეშინებული კაცის ყვირილი. მას სიყვარულიც აშინებს.

     ექსპრესიონიზმის ემბლემა შეიძლება იყოს  დიდი ნორვეგიელი  მხატვარი მუნკის სურათი « ყვირილი ».
  ესაა შიშის გიჟური ყვირილი რომელიც არ ესმის გონებადაბნელებულ ადამიანთა ბრბოს.



   ედვარდ მუნკის ეს შედევრი დიდად პოპულარულია გადარეულ დღევანდელობაში. ნიუ იორკის სოტბის აუქციონზე ის ამას წინ გაიყიდა რეკორდულ ფასად, 119 მილიონ 922 ათას 500 დოლარად,
   ამ რეკორდულ ფასად სურათის მყიდველი ალბათ ადამიანთა და სამყაროს გაველურება-გამხეცებით თავარდაცემულ ამ კაცუნაში ხედავს თავის სულიერ მდგომარეობასაც.

    ფოვიზმი, ექსპრესიონიზმი, ფერის ყვირილი



          
        მეოცე სუკუნის დასაწყისში საფრანგეთში გაჩენილ ფოვიზმს ახასიათებს ენერგია.ვნება,მას ჯერ კიდევ უყვარს სიცოცხლე.

    ექსპრესიონისტების ნამუშევრები კი გაჟღენთილია შიშით,დარდით,მარტოობით,დათრგუნულობით.

  ესაა პირველი მსოფლიო ომით ტრავმირებული თაობის განწყობა.
  ორივე მიმართულებას აერთიანებს ფერის ზღვრული სიმძაფრე და გამომსახველობა.
  მეოცე საუკუნის პირველი ათწლეულები გახდა მოდერნიზმის ,მეტად კი ექსპრესიონიზმის გაფურჩქვნის ხანა.

   ექსპრესიონისტი მხატვრისთვის სინამდვილის გადმოცემაზე უფრო მნიშვნელოვანია თავისი ემოციური განწყობის გამოხატვა.

       ასეთი ფერწერის შესანიშნავი მაგალითია ნორვეგიელი მხატვარი მუნკის სურათი ყვირილი.

              ამ სახელით მან დახატა 4 სურათი. ის ცვლიდა ტექნიკას  მაგრამ გადმოსცემდა მარტოობის, განწირულობის,სასოწარკვეთილობის, უსარგებლობის,გაუცხოების თემას.

         ამ სურათის პირველი ვარიანტი მუნკმა დახატა უკვე 1893 წელს, ის თითქოს გრძნობდა თუ რა საშინელი კატაკლიზმები ელის კაცობრიობას, რა სისხლიანი ხანა მოდის.  და რამდენ უდანაშაულო ადამიანს დაღუპავს ეს ხანა.

         შეიძლება თამამად ვთქვათ რომ სწორედ მუნკი იყო ექსპრესიონიზმის წამომწყები ევროპაში.
მუნკმა თითქო გაიხედა საშინელ მომავალში და იყვირა. მაგრამ დაყრუებულმა საზოგადოებამ ვერ გაიგო ეს ყვირილი....
  

ვ.კანდინსკი, მთის პეიზაჟი სოფლით.1908

ქვევით ნოსფერატუა

ეს საშინელება მუნკის მოტივზეა გაკეთებული

   ექსპრესიონიზმი. ტრაღიკული არსებობის ტრაღიკული დიაგნოზი









Экспрессионизм. Трагический диагноз трагического существования



ექსპრესიონიზმის თქმით სამყარო სასტიკი და აბსურდულია.

   ფრანგულ ფოვიზმთან შედარებით ძალიან სოლიდურმა მიმართულება ექსპრესიონიზმმა თავი გამოავლინა როგორც სახვით ხელოვნებაში ისე არქიტექტურაში,კინემატოგრაფში,მუსიკაში,ლიტერატურაში.

    მას ჰქონდა სერიოზული მსოფლმხედველობა და გასაგები იდეოლოგია.
მას მრავალ ვეყანაში მიემხრო მრავალი ხელოვანი.

   ამას გარდა მისი მხატვრული პრაქტიკის ნაწილად იქცა მანიფესტების და სხვა დოკუმენტების სახით გამოვლენილი თვიტრეფლექსია. ეს იყო მწიფე და ნამდვილი ავანგარდიზმი

Своей историей экспрессионизм подтвердил собственный тезис – мир жесток и абсурден
По сравнению с почти одновременно развивавшимся французским фовизмом – достаточно локальным явлением – экспрессионизм выглядит очень солидным направлением.
Экспрессионизм проявил себя не только в визуальных искусствах, но и в кино, архитектуре, музыке, литературе. Он обладал серьезным мировоззрением и внятной идеологией. К нему примыкало очень большое число артдеятелей во многих странах мира. Кроме того, частью его художественной практики стала саморефлексия, зафиксированная в виде манифестов и другой документации. Это был уже взрослый, настоящий авангардизм.

ერიხ მენდელსონი,აინშტაინის კოშკი

ექსპრესიონიზმი ჰგავს ფოვიზმს,განსკუთრებით ადრეულს. ორივეს ახასიათებს კაშკაშა ფერები,განზოგადოებული და არადეტალიზებული გამოსახულებები,საგნების დეფორმაცია,პერსპექტივის არარსებობა, უხეში კონტურები,დიდი ფერადოვანი ლაქები და ა.შ.

ერნსტ კირხნერი,მობანავე ქალები
   ეს მსგავსება იღებდა ორგანიზაციულ ფორმებსაც, პირველი მსოფლიო ომის წინ ფოვისტები გერმანიაში ხშირად ეფინებოდნენ ექსპრესიონისტებთან ერთად.

        მაგრამ სავსებით ფრანგული მოვლენა, სიცოცხლის მოყვარული ფოვიზმი მკვეთრად განსხვავდება ტრაღიკული, მისტიკური გერმანული ექსპრესიონიზმისგან

            ექსპრესიონიზმის მთავარი თემაა მტრულ სამყაროში მოხვედრილ ბედშავი კაცი.



ემილ ნოლდე, ნატურმორტი მიღბებით.

  ექსპრეზიონიზმი ვითარდებოდა ეკონომიკური განვითარების და ექსპანსიის გზაზე დამდგარ გერმანიაში. სულიერი ატმოსფერო მაშინ გერმანიაში იყო დაახლოებით ისეთი როგორც გორბაჩოვის მიერ დემოკრატიზებულ სამყაროში. ბატონობდა პრიმიტიული ნაციონალიზმი,მილიტარიზმი,პოლიტიკური დემაგოგია,ცხოვრების ყველა მხარის მონატიზაცია და უზნეობა.

     ექსპრესიონიზმი ამ საშინელებას უპირისპირებდა სულს, მითს,საიდუმლოს, რწმენას,მეტაფიზიკას,ტრაღედიას და პოეზიას. ის არც სოციალურ კრიტიკაზე ამბობდა უარს. მისი იდეოლოგია ყალიბდებოდა შუა საუკუნეების ლეგენდებიდან, გერმანული რომანტიზმიდან,ნიცშრს ირაციონალიზმისგან,კიერკეგორის ეგზისტენციალიზმისგან,შტაინერის მოძღვრებისგან,ფროიდიზმისგან.

ექსპრესიონიზმის ფორმალური წინამორბედები იყვნენ გოთიკა,გერმანული ბაროკო,ბოსხის,გოიას,გრიუნევალდის,ელ გრეკოს ხელოვნება, რომანტიზმი,პრიმიტივები დ ინდოეთის,იაპონიის,ეგვიპტის,ჩინეთის, პოლინეზიის  არაევროპული კულტურები. საზოგადოდ ყველაფერი არაკლასიკური.

 ბერძნულ-რომაული ტრადიციიდან მომდინარე კლასიკურს ექსპრესიონისტები უტოვებდნენ რომანულ ხალხებს რომლებიც მათი აზრით აჩენდნენ ფორმის სულს მაშინ როდესაც გერმანელები აჩენდნენ წმინდა სულს.

           ექპრესიონიზმზე გავლენის მომხდენი უახლოესი წინამორბედებიდან უნდა ვახსენოთ ფრანგი ვან გოგი,ნორვეგიელი ედვარდ მუნკი რომელიც სამყაროს აღიქვამდა როგორც კოშმარს და რომლის სურათებიც მოწმობდნენ ამ კოშმარზე., ბელგიელი ჯეიმც ემსორი მისი გროტესკით და საიქიოს მისტიკით,შვეიცარელი ფერდინანდ ჰოდლერი მისი ლაკონური და ექსპრესიული ხელოვნებით.


ჯეიმს ენსორი, ჩამომხრჩვალის გვამის გულისთვის ერთმანეთთან მებრძოლი ჩონჩხები.


ექსპრესიონისტების პირველ გაერთიანებად იქცა 1905 წელს დრეზდენში შექმნილი ჯგუფი « ხიდი ».  მასში შევიდნენ სტუდენტი არქიტექტორები ერნსტ კირხნერი,ფრიც ბლეილი,ერიხ ჰეკელი და კარლ შმიდტ-როტ;უფი. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ემილ ნოლდე, მაქს პეხშტაინი, ოტო მიულერი  და კეს ვან დონგენი.
   ჯგუფმა გამოუშვა მანიფესტი რომლის ტექსტი დაბეჭდილი იყო ხეზე გრავიურის ტექნიკით-შუა საუკუნეების ტრადიციული ტექნიკით რომელსაც ხშირად იყენებდნენ ექსპრესიონისტები.
   ამდენად შეიქმნე უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი-ავანგარდიზმის აღწერა და თვითაღწერა განუყოფელია მისგან. ე.ავანგარდიზმის პრაქტიკ მოიცავდა ნაწარმოებებსაც და მათზე ტექსტებსაც.



ემილ ნოლდე, ცეკვა ოქროს  მოზვერის გარშემო

       ხიდის გამოფენები,რომელთაგან პირველი გაიმართა ნათურების ქარხანაშიმ არ ყოფილა მრავალრიცხოვანი. საზოგადოება კატეგორიულად არ იღებდა ექსპრესიონიზმს ნათურებს შორისაც და უძახოდა მას კანალიზაციის ხელოვნებას.
    1910-ანი წლების დასაწყისისთვის ჯგუფი დაიშალა და მისი წევრები გადავიდნენ ბერლინში სადაც უკვე ინდივიდუალურად აგიჟებდნენ მნახველებს.

   ექსპრესიონისტების მეორე გაერთიანება იყო ბევრად უფრო ხალხმრავალი და შემადგენლობით საერთაშორისო გაერთიანება ნიუნხენის « ცისფერი მხედარი » რომელიც იმავე სახელის ალმანახის გარშემო  1911 წელს დააარსეს ვასილი კანდინსკიმ და ფრანც მარკმა.
   აქ იყო მძლავრი რუსული დაჯგუფება რომელშიც კანდინსკის გარდა უპირველეს ყოვლისა იყვნენ ალეკსანდრ იავლენსკი და და მარიანა ფონ ვერევკინ.

         « ცისფერი მხედრის » მხატვრებს სურდათ მატერიის კოშმარისგან განთავისუფლება, სინამდვილისგან ჩამოშორება და საგანთა ტრანსცენდენტური არსის გახსნა. ჯგუფის დიდი ნაწილი მიზანდასახულად მიდიოდა აბსტრაქციისკენ.

ვასილი კანდინსკი,ზამთრის პეიზაჟი


ფრანც მარკი,გრაციოზული ცხენები მე-4 ანუ წითელი ცხენები
« ცისფერ მხედარში » იყვნენ სახელგანთქმული პირებიც//ავგუსტ მაკე,ალფრედ კუბინი,ლიონელ ფაინინგერი,მეტიც,კომპოზიტორი არნოლდ შენბერგი რომელიც ფენდა ფერწერასაც.

          ამავე დროს ექსპრესიონიზმს ასე თუ ისე ეკუთვნოდნენ ერნსტ ბარლახი,ვილჰელმ ლემბრუკი,ოკარ კოკოშკა,პაულ კლეე,ოტო დიქსი,გეორგ გროსი,კეტე  კოლვიცი,ფრანც მაზერელი და რუსები ნატალია გონჩაროვა,მიხაილ ლარიონოვი და პაველ ფილონოვი.


პაველ ფილონოვი,ბურვაკი

         პირველმა მსოფლიო ომმა აშკარად დაადასტურა ექსპრესიონისტების მიერ მსოფლიოსთვის დასმული ონტოლოგიური დიაგნოზი.
    სამყარო აღმოჩნდა წარმოუდგენლად სასტიკი. მრავალმა მხატვარმა ეს სისასტიკე უშუალოდ განიცადა თავის თავზე.
   ისინი ომობდნენ. ჰეკელი,ბეკმანი,კირხნერი,მიულერი,კოკოშკა,მაიდნერი,შმიდტ-როტლუფი,პეხშტაინი,მაკე,მარკი და მორგნერი დაიღუპნენ. დიკსი,ჰეკელი და ბეკმანი უმძიმესად გაგიჟებულნი დაბრუნდნენ. ლემბრუკმა თავი მოიკლა. შილე მოკლა გრიპმა.

   ექსპრესიონიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა ჰერმაბ ექსპრესიონიზმე შემდეგი რამე თქვა 1916 წელს : 
      « არასოდეს ყოფილა ასეთი ძრწოლით,ასეთი მომაკვდინებელი შიშით შეპყრობილი დრო. არასოდეს ყოფილა სამყარო ასე დადუმებული. არასოდეს ყოფილა ადამიანი ესოდენ პატარა და შეშინებული. არასოდეს ყოფილა სიხარული ესოდენ მკვდარი.
გაჭირვება ყვირის,ადამიანი უხმობს თავის სულს,დრო ხდება გასაჭირის ყვირილი. ხელოვნება თავის ყვირილს უერთებს სიბნელეში,ი ითხოვს შველას,ის უხმობს სულს.
    სწორედ ესაა ექსპრესიონიზმი ».


ოტო დიქსი,დაჭრილი
   ომის შემდეგ ექსპრესიონიზმი ხდება უფრო სოციალური და მემარცხენე. ახალი გაერთიანებები არ ჩნდება,მაგრამ ის არსებობს კონკურენტ მოძრაობებს შორის და ყველაზე ცნობილი ექსპრესიონისტები მაშინ არიან გეორგ გროსი და ოტო დიქსი.


პოეტი ჰერმან-ნეისე

    მერე ჰიტლერმა გაერთიანა ექსპრესიონისტები დეგენერატული ხელოვნების სახელით.
       ექსპრესიონიოზმი მთელ დანარჩენ ავანგარდიზმთან ერთად გამოცხადდა რასიულად და იდეოლოგიურად არასრულფასოვან ხელოვნებად.
  ნაციონალ-სოციალიზმისთვის უცხო მხატვრებს მათ ნამუშევრებს ართმევდნენ და სპობდნენ, თვითონ მხატვრებს უკრძალავდნენ მუშაობას და მასწავლებლობას.

           პეხშტაინი და კოკოშკა წავიდნენ ემიგრაციაში.

              კირხნერმა თავი მოიკლა.
   ნოლდე მიიზიდა ნაციზმის მისტიკურმა მხარემ და ის ჯერ კიდევ 1933 წლამდე შევიდა  გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიაში.
   მაგრამ მასაც აუკრძალეს პროფესიული საქმიანობა რის შემდეგაც ის დასახლდა ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე და მალულად ხატავდა პატარა აკვარელებს.

                    ცხოვრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ექსპრესიონისტების მიერ სამყაროს შეფასების სიმართლე.
ფრანც კაფკა, 1910-ანი წლების ფოტო

პრაღის გერმანული სკოლა

ექსპრესიონიზმს პირველ რიგში უკავშირდება წარმოდგენა ე.წ. პრაღის სკოლაზე,თუმცა ომის წინ პრაღაში გაჩენილი გერმანულენოვანი ლიტერატურა იყო სხვადასხვა ლიტერატურული ჯგუფების და მიმდინარეობების ბრძოლის ასპარეზი.
     მაგრამ ერთმანეთთან მებრძოლი ლიტერატურული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც მოქმედებდა ექსპრესიონიზმის დროშით. თუნდაც მეირინკის და ვერფელის, კაფკას და ურციდილის სახელების ერთმანეთთან დაკავშირება გვიჩვენებს თუ ერთმანეთისგან რამდენად განსხვავებულ ტენდენციებს აერთიანებდა პრაღის ექსპრესიონიზმი.
   იყო ასაერთო მომენტები რომლებიც « მემარცხენე » და « მემარჯვენე » ექსპრესიონისტებს აძლევდა აერთო ენის პოვნის საშუალებას.

           ეს ერთიანობა ეფუძნებოდა წინა თაობის ხელოვნების უარყოფას,ჯანყს « მამათა » წინააღმდეგ, ბრძოლას რელიზმთან რომელიც ესმოდათ როგორც გამოსახულების გარეგნული უტყურობა.
   ამ ბრძოლაში იყენებდნენ სულის სუვერენული ძალის აღორძინების,მხატვრის წინასწარმეტყველური მისიის ლოზუნგებს.
   ის გამოიხატებოდა ფერმწერთა ტილოებზე ბუნების თვითნებურ დეფორმაციაში,  ენის სინტაქსის მსხვრევაში და ა>შ.
  
      ვენას სკოლის პრაქტიკაში და საერთოდ იმპრესიონიზმში ექსპრესიონისტებს არ აწყობდა შეგრძნებათა ნაკადის ემპირიკაში პიროვნების ბირთვის, « მეს » გაქრობა.

   მხატვრული თვალსაზრისით მათ არ აწყობდა მეტსიმეტად დიდი ყურადღება სუბიექტის სულიერი ცხოვრების ელფერების და ნიუანსების მიმართ რის შედეგადაც უსასრულო რეფლექსიას მიცემული უბიექტი ითქვიფებოდა და იკარგებოდა ამ ელფერებში და ნიუანსებში.
    ექსპრესიონისტული პროზის,პოეზიის და დრამატურგიის ცენტრშია სულიერ-ემოციური მდგომარეობა-იმედის,სასოწარკვეთილების,სასიყვარულო ექტაზის,ძმური სწრაფვის და ა.შ. შიში....
   ზოგი პრაღელი ექსპრესიონისტი  გარკვეულად ნაზიარები იყო იუდეური მისტიკის ცალკეულ მომენტებთან მ.ბუბერის მოდერნისტული გადმოცემით.
      ბუბერი აცხადებდა ადამიანის და მთელი გარე სამყაროს ერთიანობას,როდესაც ადამიანი უთანაბრდება ღმერთს და მცენარეს,ცხოველს და ქვას.
    ეს,მაგალითად,კვებავდა ფრანც კაფკას//1883-1924// საოცარ სურათებს და ფანტასტიკურ გარდაქმნებს.
     ფრანც კაფკა თავის მოთხრობებში და რომანებში თითქოს ნაწილებად შლიდა სამყაროს საუკუნეების გამძლე სტრუქტურას სამშენებლო ხარაჩოების მსგავსად ხსნიდა ფსიქოლოგიურ,ბიოლოგიურ,სოციალურ და სხვა დეტერმინანტებს//მსაზღვრელებს//.
    ასეთი « დემონტაჟის » შედეგები იმდენად ტრაღიკული და უიმედო იყო რომ თვითონ მწერალი შეძრწუნდა. მან მოითხოვა მისი სიკვდილის შემდეგ მისი გამოუქვეყნებელი ქმნილებების ანუ შემოქმედების ნახევარზე მეტის დაწვა.

    კაფკა არის მწერალი-წინასწარმეტყველი,ვიზიონერი.მომავლის ამომცნობი რომელმაც საუკუნის დასაწყისში იწინასწარმეტყველა ისტორიის სასტიკი ტეხილები.
   მისი დროის ავსტრიულ ლიტერატურაში იყვნენ არანაკლებ მოღუშული ვიზიონერები. საკმარისია გავიხსენოთ ალფრედ კუბინი მისი რომანით « მეორე მხარე », ალბერტ ერენშტაინი და მისი მოთხრობა « ტუბუჩი » და მეირინკი,პერუცი,ვერფელი და ა.შ....

         კაფკასთან  ნათლად გამოიკვეთა მამების და შვილების კონფლიქტის მოტივიც. ექსპრესიონისტებისთვის დამახასიათებელი ეს მოტივი ასახავდა საუკუნის დასწყისში ორი თაობის შეჯახებას.
  პოზიტივიზმი შეეჯახა მისი მოდერნისტული გადასინჯვის სხვადასხვა ვარიანტს. 
  ეს მოტივი პირადად ღრმად განიცადა თავისი გარემოსგან ჩამოშორებულმა კაფკამ....

  კაფკას ესეც სხვა სულიერი მდგომარეობების მსგავსად გადაჰყავდა სამყაროს სივრცეებში.
 « ჩემი არსის საფუძველია შიში ». წერდა ის თავის შეყვარებულს.
 
კაფკასთან ჯოჯოხეთი არაა ფონი რომელიც გამოკვეთს სინამდვილის მახინჯ ნიშნებს.
   კაფკასთვის ჯოჯოხეთი არის თვითონ სინამდვილე რომელშიც ადამიანი შეიძლება გადაიქცეს შემზარავ მწერად  და ეს მოხდება სიტყვა სიტყვით და არა ფიგურალურად. უბრალოდ ადამიანთა დაჩლუნგებული მზერა ვერ ხედავს ამას// « გადაქცევა ».1916//.
   კაფკამ იგრძნო ოსვენციმის და გულაგის საშინელებათა მოახლოება.

  რომანში პროცესი //დაწერილია 1914-15 წლებში და გამოქვეყნებულია 1925 წელს// აღწერილია უდანაშაულო ადამიანისთვის სიკვდილის მისჯა,

        ადამიანი შიშველი და უმწეოა არაადამიანობის წინაშე. ასე იყო და არის ბოლშევიზმის, ნაციზმის, გორბაჩოვის და შევარდნაძის დემოკრატიის პერიოდებში.
  ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ კაფკას სამყაროში.

   კაფკას წარმატენბის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ არის გამართლებული მხატვრული პროგნოზი.
    მისი პირველი დაუსრულებელი რომანი «ამერიკა» //დაწერილია 1912-14 წლებში და გამოქვეყნდა 1927 წელს// არის  კაპიტალიტურ აფუძველზე ტექნიკური ცივილიზაციის შემდეგი განვითარების საკმაოდ  ზუსტი წინასწარმეტყველება, ამ განვითარებას ახასიათებს  გადაუწყვეტელ საზოგადოებრივ წინააღმდეგობათა კომპლექსი,მექანიზებულ სამყაროში ადამიანის გაუცხოების ტრაღიკული ზრდა,
        და კაფკას ბოლო რომანი «ციხე-სიმაგრე» //1922,გამოქვეყნდა 1926// იძლევა  ბურჟუაზიული დემოკრატიის შემცვლელი გახევებული ბიუროკრატიული აპარატის  სასაცილოდ გროტესკულ მაგრამ საკმაოდ ზუსტ სურათს...
     კაფკას შემოქმედება საკმაოდ ზუსტად ასახავს      მომაკვდავი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მძიმე კრიზისს. და «პრაღის კუნძულის» თავისებურებებს...

« პრაღის კუნძულის » გერმანულენოვანი ლიტერატურის განვითარებაზე იმოქმედა სოციალური,
ლიტერატურული და ყოფითი გეტოს სპეციფიურმა ატმოსფერომ.
  ამ ლიტერატურას //რილკეს გარდა// ერთერთ ძველ სლავურ ახელმწიფოში ქმნიდნენ გერმანულად მწერალი ებრაელები. სლავურმა თემებმა,მოტივებმა,
უბრალოდ ცხოვრებისეულმა კავშირებმა გაამდიდრეს როგორც რილკეს ისე კაფკას შემოქმედება.


    პრაღის ექსპრესიონიზმის უმსხვილესი პოეტი იყო ფრანც ვერფელი//1890-1945//.
  მისი როგორც ლიდერის როლი მაშინვე განამტკიცა ლექსების კრებულმა რომელსაც ერქვა « მემარცხენე » ექსპრესიონიზმისთვის პროგრამული ახელი « კაცობრიობის მეგობარი » //1911//.
  მიუხედავად ხმამაღალი პროკლამაციებისა ვერფელი იმთავითვე გამოირჩეოდა ექსპრესიონისთვის არც ისე ტიპიური ლირიული ჩაფიქრებულობით // »პრაღამ აღმზარდა,ვენა მიზიდავდა და მხიბლავდა... »//...

    ვერფელის დეკლარაციებში უმაღლეს სიკეთედ და ხსნის გზად გამოცხადებულია ადაიანთა სოლიდარობა და ერთობა.
  სიმწიფის ხანის მის მოთხრობებში ექსპრესიონისტული ნიშნები ძლივს შეიმჩნევა და თანამედროვე მკითხველისთვის მისი პროზა რეალისტურია...

   ეგონ ერვინ კიშის //1885-1968// ახით პრაღის წრემ და მთელმა ავსტრიულმა ლიტერატურამ შეიძინა სოციალისტური იდეების მხურვალე მომხრე.
   1906-13 წლებში კიში იყო პრაღის უმსხვილესი ლიბერალური გაზეთების სახელგანთქმული ჟურნალისტი.

  პირველი მსოფლიო ომის ფრონტე მძიმედ დაჭრის შემდეგ კიში გადაახლდა ვენაში და იქ გააგრძელა მოღვაწეობა როგორც რეპორტიორმა.
  მან როგორც კარგმა გამომძიებელმა დაადგინა რომ რუსეთის აგენტურამ მოისყიდა ავტრიის კონტრდაზვერვის უფროსი პოლკოვნიკი რედლი და დაწერა ამაზე სენსაციური რეპორტაჟი.
ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არსებობის ბოლო წლებში და მისი დაშლის შემდეგ კიშის გზა იყო გზა ანარქიზმიდან კომუნიზმამდე. ის კომუნისტი გახდა.

  მეოცე საუკუნის პირველი ორი ათწლეულის პრაღის გერმანულენოვანი ლიტერატურა მოიცავდა მრავალ ტენდენციას დეკადენტობიდან სოციალისტური იდეურობისკენ მისწრაფებამდე. ის იყო იდეოლოგიურ ბრძოლათა ასპარეზი.
   მომაკვდავ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში იყო კრიზისის,კატატროფის,ბოლოს განცდა რამაც გააჩინა ახალი მიმართულებების ორომტრიალი. ეს მიმართულებები ხან თანაარსებობდნენ და ხან ებრძოდნენ ერთმანეთს.

« ამაზე უფრო საშინელი მუსიკა არ დაუწერია არავის »,წერდა 1913 წელს ექპრესიონისტი კომპოზიტორების შესახებ რუსი კრიტიკოი ვ.გ.კარატიგინი.

       ექსპრესიონისტების ცელოვნება გაჟღენთილია უღრმესი პესიმიზმით.  ისინი სამყაროს ხედავენ შავად. მათ თეატრი გადააქციეს ყვირილის და ტკივილის დრამად,ფერწერა დამახინჯებულ სახეთა თარეშად,მუსიკაპუსაშველოდ მძიმე ტრაღედიად. 

         სამყაროს მთელი ჰარმონია არ ღირს  გატანჯული ბავშვის ცრემლად.  ივან კარამაზოვის პირით გამოთქმული ეს ფორმულა ბევრი რამით ახლოა ექსპრესიონისტების შეხედულებებთან.
    მრავალი ექსპრესიონისტი დოსტოევსკის მიიჩნევდა თავის « სულიერ მამად ».
ეს ვიღაც ჩეხი მხატვრის მიერ დახატული დოსტოევსკის მკითხველია.

  ექსპრესიონიზმი ომ ამტკიცებდა რომ სამყაროში არაა ღმერთი,რომ ამქვეყნად ბატონობს სულების და სხეულების დამახიჩრებელი ძალა რომელიც არ ტოვებს სიყვარულის და ბედნიერების იმედს.
    ექსპრესიონიზმი 1900-ანი წლების შუა ხანებში გაჩნდა გერმანიაში. მოგვიანებით ექსპრესიონისტულ ხატოვანებას ვხედავთ ავსტრია-უნგრეთში,რუმინეთში,პოლონეთში,პოლონეთში.ბელგიაში,რუსეთში.
  ახალი მიმდინარეობის შექმნა ყველაზე ადრე დაიწყო ვინსენტ ვან გოგით,პოლ გოგენით და,ყველაზე მეტად,მუკით გატაცებულ გერმანელ მხატვრებში.
    მუნკის ნამუშევრებს ხშირად უწოდებდნენ « სასოწარკეთილების ყვირილებს ».

ესეც მუნკია

Edvard Munch (Norwegian, 1863-1944). Golgotha, 1900. Oil on canvas. 80 x 120 cm (31 1/2 x 47 1/4 in.). MMM 36. Munch Museum, Oslo.




ქვედა სურათს ქვია ეჭვი

Edvard Munch, Melancholy, 1894-96

Edvard Munch, The Woman,1894









Despair, 1893-4
Oil on canvas
92 x 72.5 cm


სამხედრო ექიმის შვილი ედვარდ მუნკი //1863-1944/. გაიზარდა ოსლოში,სადაც მიიღო ტექნიკური განათლება. 16 წლისამ მან თავიგაანება პროფესიას. ის გახდა მხატვარი.
 მუდამ დაღვრემილმა და ემოციურმა მხატვარმა 1886 წელს გამოფინა სურათი  « ავადმყოფი ბავშვი » რომელმაც აღაშფოთა მნახველები. სურათზე მუნკმა გამოხატა თავისი ავადმყოფი დის სიკვდილი. კრიტიკოსებმა მას ბრალად დასდეს პესიმიზმის გამძაფრება და ნატურალიზმი.
   მისი შემდეგი სურათების წამყვანი მოტივებია მარტოობის და სიკვდილის თემები. 
   მისი ყველაზე ცნობილი სურათია ყვირილი //1893// რომელზეც მხატვარმა აღბეჭდა მის მიერ ერთ-ერთი გასეირნებისას მიღებული შთაბეჭდილებები.

           ის დღიურში წერდა :  « მზე დაეშვა-ცა სისხლივით გაწითლდა. მე ვგრძნობდი რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი ყვირის. ყვირილი მსჭვალავდა ბუნებას ».

  სიცოცხლის უანგარიშო შიში,აი მთავარი მოტივი ამ ნაწარმოებისა რომელიც იქცა ექსპრესიონიზმის წინამორბედად.
         

 
ექსპრეიონისტ მხატვართა პირველი დიდი გაერთიანება ხიდი შეიქმნა 1905 წელს დრეზდენში. მისი წევრები იყვნენ კირხნერი,ჰეკელი,შმიდტ-როტლუფი,
ნოლდე,მიულერი,პეჰშტაინი.
  მოგვიანებით,1910 წელს,რუსმა მხატვარმა ვასილი კანდინსკიმ თავის გერმანელ თანამოაზრეებთან ერთად შექმნა აკმანახი « ლურჯი მხედარი » და 1911 წელს მოაწყო ამავე სახელის გამოფენა. ეს იყო ექსპრესიონისტთა მეორე,მიუნხენის გაერთიანების დაბადების აქტი.


Эскиз обложки альманаха
კანდინსკის სურათი « ლურჯი მხედარი »,1903

Эскиз обложки альманаха


ეს კანდინსკია

http://ic.pics.livejournal.com/lorien22/5077310/1028698/1028698_original.jpg
ეს კანდინსკის შეყვარებული გაბრიელა მიუნსტერია




კანდინსკისთან ერთად არიან მარკი,მაკე,ფაინინგერი,კლეე,კოკოშკა და სხვები,
   ახალი მიმდინარეობა თავიდანვე დემონსტრატიულად და რადიკალურად დაუპირისპირდა რომანტიზმს და იმპრესიონიზმს,
ტრადიციულ წარმოდგენებს სილაზეზე.
   ისე ჩანდა თითქოს ექსპრესიონისტები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ გარდაუვალი კატასტროფის მოლოდინში.
   ეს მათ შემოქმედებას ავამდა ნერვიულობის და ტრაღიზმის დაღს.

  ისე ჩანს თითქო ექსპრესიონისტები რადიკალურად უარყოფდნენ ნებისიერ მინიშნებას ჰარმონიაზე და სულიერ წონასწორობაზე.
   მათ სურათებზე ხაზები იგრიხება,სივრცე ფორმას კარგავს,ფერი დისონანურად მერყეობს იმპულსიურ აფეთქებასა და კოლორიტის ყრუ, მძიმე სიბნელეს შორის

ეს ემილ ნოლდეს აღგზნებული ხალხია



     ექსპრესიონისტების წამყვანი იდეოლოგი იყო გრაფიკოსი,ფერმწერი და მოქანდაკე ერნსტ ლუდვიგ კირხნერი. ქალაქ აშაფენბურგში ქიმიკოსის ოჯახში დაბადებულმა კირხნერმა განათლება მიიღო დრეზდენში არქიტექტურის ფაკულტეტზე.

  მხატვრის ცხოვრება  რთულ პერიოდს დაემთხვა, მან გადაიტანა პირველი მსოფლიო ომი. ის და მისი თანამოაზრე ექსპრესიონისტები ნაცისტებმა დაგენერატული ხელოვნების შემქმნელებად გამოაცხადეს და მათ ნამუშევრებს ან სპობდნენ ან დიდ ფულად  აძლევდნენ სხვა ქვეყნების კოლექციონერებს.
  კირხნერი თავის შველას ცდილობდა მხატვრობით,ბოჰემური ცხოვრებით, სასმელით,ნარკოტიკით.
   ვერ უშველა. ფსიქიური დაავადების გამო ის 1915 წელს გაანთავისუფლეს ბრძოლის ველიდან.
  ნაცისტების მიერ დეგენარატად გამოცხადებული ერნსტ კირხნერი გადასახლდა შვეიცარიაში,სადაც შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. მაგრამ  მან მაინც ვერ გაუძლო გერმანიაში მიღებულ შთაბეჭდილებებს და თავი მოიკლა. ის გარდაიცვალა ფრაუენკირხეში 1938 წლის 15 ივნისს.
კირხნერის დროინდელი შეშლილი თანამედროვეობა თვითონ კირხნერის თვალით.

სანამ ხატვის სურვილი ჰქონდა ის ფიქრობდა რომ ხელოვნების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ მხატვრის სუბიექტური სამყარო რომელიც მოიცავს კაცობრიობის შიშებს,ძრწოლას და ტანჯვას.

  ეს მიდგომა გულისხმობდა სინამდვილის რეალისტურად წარმოდგენის უარყოფას და ფერწერის საშუალებათა ძირეულ ცვლილებას.
  მხატვარმა თავისი შემოქმედებითი ძიებების მთავარ მიზნად დაისახა ცხოვრების ასახვა ფორმის დეფორმაციით.

   მისი სურათების სამყაროა მაწანწალებით და კოკოტკებით დასახლებული დიდი ინდუსტრიული ქალაქის ქუჩები.
  კირხნერის გმირთა სახეები დაღმეჭილია აოწარკვეთილებით. ისინი შეღებილია კაშკაშა ფერებით.
   მხატვარი ექსპრესიონისტების უმთავრესი ნიშანია სწრაფვა გამძაფრებული ავადმყოფური თვითგამოხატვისკენ.
  ისინი გამოხატავდნენ თავის შიშებს, დარდს, ტკივილს, ნაღველს.
   ისინი იშვიათად ლაპარაკობდნენ სოციალურ თუ ზნეობრივ პრობლემებზე.
  მათი გადარეული თანამედროვეობა ფსიქიურად თრგუნავდა და ამახინჯებდა ადამიანს და ისინი ამას გამოხატავდნენ.






ქვევით კირხნერის სცენა ქუჩაში
http://1000pictures.ru/wp-content/uploads/2012/11/ludwig-kirchner2.jpg
Female Artist - Эрнст Людвиг Кирхнер
კირხნერი,მსახიობი
Кирхнер Э. Л. Обложка альбома
კირხნერი,კ.შმიდტ-როტლუფისადმი მიძღვნილი ალბომის ყდა,გრავიურა ხეზე,1909.

ნაცისტების მიერ ასევე დეგენერატად გამოცხადებული ემილ ნოლდეს საიდუმლო სერობა







ემილ ნოლდეს ტალღა

ემილ ნოლდეს სამყარო

ემილ ნოლდეს ქრისტე

ემილ ნოლდეს ურწმუნო თომა

ემილ ნოლდეს ჯვარცმა,1912

 დაბოლოს  გამოჩენილი ექსპრესიონისტი ემილ ნოლდეს//1867-1956// სურათი რომელზედაც ვხედავთ მოსეს ხელმძღვანელობით უდაბნოში სიარულით გამოთაყვანებულ,ეგვიპტურ მონობას დანატრებულ და მატერიალური სიმდიდრის სიმბოლო ოქროს ხბოს ქანდაკების ირგვლივ გრეხა-გრეხით მროკავ და მოცეკვავე ებრაელებს.

იყო კიდევ დაძაბულ და გროტესკულ მანერაში ტიტველი ქალების მხატველი ექსპრესიონისტი კოკოშკაც რომელსაც ამ სურათების გამო ბებერი ყაჩაღანა დაარქვეს. იყო ბევრი რამე სხვაც.


Экспрессионизм. Кирхнер Автопортрет в солдатской форме
კირხნერი,ავტოპორტრეტი ჯარისკაცის ფორმაში


Экспрессионизм. Кирхнер Современная богема
კირხნერი. თანამედროვე ბოჰემა


ОТТО ДИКС Дикий Запад
ოტო დიქსი,ველური დასავლეთი

საშინელების სიმფონია « ნოსფერატუ »

http://cinemanotice.files.wordpress.com/2012/06/600full-nosferatu-poster.jpg?w=300&h=225
მაკს შრეკი გრაფი ორლოკის როლში

 «ნოსფერატუ.საშინელების სიმფონია» (Nosferatu, eine Symphonie des Grauens), 1922,გერმანია, რეჟისორი ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ.
ვამპირის დაბადება

ნოსფერატუ
  
პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ დასცა გერმანია.
 სრულმა ნგრევამ,პოსტ-ტრავმატულმა სინდრომმა და საყოველთაო უიმედობამ ძლიერი დეპრესია დამართა უკლებლივ ყველა გერმანელს-შეიძლება ითქვას რომ ბედნიერი გერმანელი მაშინ არ ყოფილა.
   და რა თქმა უნდა ეს ტენდენციები იქცა ხელოვნების მთავარ ტენდენციებად.
მთავარ ხერხად იქცა მაყურებელზე უშუალოდ და სულაც არა დადებითი ემოციური გავლენა.
  რა რეალობა,როგორ გეკადრებათ,რა რაციონალიზმი,დაივიწყეთ მოვლენათა  ჩვეულებრივი მსვლელობა.
   და თუ შეშინაბაა ნამდვილი შეძრწუნებაა და თავზარდაცემა.
  ძრწოლა და თვალის ნერვიული თამაში, აი ექსპრეზიონიზმი.
  ესაა მხატვრის ინდივიდუალური ხედვით გადმოცემული წმინდა ტკივილი და ტანჯვა.
  ალბათ გერმანელებმა შექმნეს პირველებმა ეკრანზე არა უბრალოდ მოძრავი სურათები არამედ ნამდვილად ავანგარდული,პირველიდან უკანასკნელ კადრამდე არაჩვეულებრივი ხელოვნება.
სწორედ « ნოსფერატუდან » და « დოქტორი კალიგარის კაბინეტიდან » დაიწყო ფანტასტიკური კინემატოგრაფის ხანა.
Nosferatu Eine Symphonie Des Grauens

Nosferatu Eine Symphonie Des Grauens


«ნოსფერატუ-საშინელების სიმფონია»
(Nosferatu, Eine Symphonie Des Grauens)
გერმანია,1922,94 წთ.,მუნჯი, «Prana Film» რეჟისორი ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ ბრემ სტოკერის მიხედვით,კომპოზიტორები ჰანს ერდმანი და კარლოს გარზა, როლებში მაქს შრეკი,გრეტა შრედერი,მაკს ნემეცი,ვოლფგანგ ჰაინცი, გუსტავ ფონ ვანგჰაიმი.

1838 წელი,შვედური ვისბორგი. ახალგარდა კაცი ხატერი ცოლად ირთავს ქალიშვილ ელენს. მისი უფროსი, უძრავი ონების აგენტი ნოკი მას აგზავნის კარპატებში გრაფი ორლოკის სანახავად. ამ ორლოკს უნდა ვისბორგში სახლის ყიდვა. გამგზავრებამდე ხატერი ელენს აცნობს გემთფლობელ ხარდინგს და მის და ანის.
    ხატერი ჩადის დანიშნულების ადგილას. ტავერნაში მყოფნი აღელდნენ იმის გაგონებაე რომ მას სურს რაც შეიძლება სწრაფად გრაფი ორლოკის სასახლეში მოხვედრა. ისინი მას ურჩევენ არ წავიდეს ასე გვიან. ხატერი სასტუმროში ერთი ღამით ქირაობს ოთახს.

      იქ ის პოულობს  « ვამპირების წიგნს » რომლიდანაც იგებს რომ ნოსფერატუს გვარის პირველი წარმომადგენელი დაიბადა 1443 წელს.
   ხატერი არ იღებს წიგნს სერიოზულად. შემდეგ დღეს ის მიდის გრაფ ორლაკთან.
    მაგრამ დაღამებისთანავე მეეტლე უარს ამბობს გზის გაგრძელებაზე და ამბობს რომ აქედან იწყება მოჩვენებათა ქვეყანა. ხატერი ფეხით აგრელებს გზას და გადადუს პატარა ხიდზე. მკვიდრებმა მას უთხრეს რომ ხიდზე გადასვლის შემდეგ მას დახვდებიან მოჩვენებები.
   მოულოდნელად მას დაეწია ეტლი. მეეტლემ,რომელიც იყო გადაცმული ნოსფერატუ,ჩაისვა ის,მიიყვანა ხატერი სასახლის მთავარ კოშკამდე და წავიდა.
   ხატერს შეხვდა მაღალი კაცი ჩაჩში და მუნდირში და უთხრა რომ უკვე გვიანაა,შუა ღამეა. ხატერი მიდის დასასვენებლად და ნოსფერატუ ამ დროს კითხულობს მის მიერ ჩამოტანილ საბუთებს.
           შუა ღამისას ხატერი უნებურად იჭრის თავის თითს.
          « ო სისხლი ! თქვენი ძვირფასი სისხლი ! »-ამბობს ნოსფერატუ/ დილით ხატერი იღვიძებს სავარძელში და თავის კისერზე პოულობს ორ ნაკბენს. რომლებსაც ახსენებს ცოლისთვის მიწერილ წერილში. ის სოფლიდან აგზავნის წერილს.
   ნოსფერატუმ ნახა ხატერის მედალიონი რომელზეც გამოსახული იყო ელენი და აღფთოვანდა ახალგაზრდა ქალის სილამაზით.
    ხატერმა გააგრძელა ვამპირების წიგნის კითხვა და შეძრწუნებულმა აღმოაჩინა რომ მის კისერზე 2 ნაკბენი არის ვამპირის კბილების კვალი.
   შუა ღამისას ნოსფერატუ ჩნდება ტერის საძინებელ ოთახში> ელენს ამ დროს ემართება სომნაბულიზმის შეტევა.

  მოგვიანებით ხატერი უეცრად იღვიძებს. ის ჩადის სკლეპში და ხედავს კუბოში მძინარე ნოსფერატუს.
   მოგვიანებით თავის ოთახში ჩაკეტილი ხატერი ფანჯრიდან ხედავს რომ ნოსფერატუ ურემზე აწყობს კუბოებს და წვება ერთ-ერთ კუბოში.
  ხატერი ფარდის მეშვეობით გარბის ოთახიდან და სოფლელებს უყვება კუბოების შესახებ.

    კუბოებს აწყობენ გემზე და ერთ-ერთი კუბო სავსეა ვირთხებით.
     ვისბერგში პროფესორი ბულვერი ყვება ხორცის მჭამელ ვამპირზე რომელიც არის მცენარეთა სამეფოს ვამპირი.
  ამასობაში ნოკი გაგიჟდა და მას აწვენენ საავადმყოფოში სადაც ის დროს ატარებს ბუზების ჭამით. მის ქცევას აკონტროლებს ნოსფერატუ.

         პროფესორი ბულვერი თავის მოწაფეებს აჩვენებ პოლიპს საცეცებით. ნახევრად გამჭვირვალე,ის ჰგავს მოჩვენებას.
     ამასობაში ელენი უყურებს ჰორიზონტს და ელის ქმრის დაბრუნებას.
   ის კი მიდის ვისბორგში აფრიანი გემით რომელზეც არის კუბოებიც.
   ნოკი გაზეთში კითხულობს აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელებულ შავ ჭირზე და ეს მას ართობს.
  აფრიანი გემის ეკიპაჟის წევრები ერთიმეორის მიყოლებით იხოცებიან. გადარჩნენ მხოლოდ კაპიტანი და მისი თანაშემწე რომლებიც ზღვაში ყრიან დაღუპულთა სხეულებს.
       ამასობაში ნოსფერატუ ამოდის კუბოდან და გულს უხეთქავს კაპიტანის თანაშემწეს რომელიც გადავარდება ზღვაში. კაპიტანი მიდის საჭესთან,ნოსფერატუ კი ქრება.
                   ელენი ხვდება ქმარს, აღფრთოვანებული ნოკი თავისი პალატის ფანჯრიდან ხედავს გემის შესვლას პორტში.

     ნოსფერატუ კუბოთი მიდის თავის ეხლახანს ნაყიდ სახლში რომელიც არის ხატერის მამულის პირდაპირ.
     ხატერიც უბრუნდება ცოლს.
    გემზე ხელისუფლება პოულობს მხოლოდ კაპიტანის გვამს.
   გემის ჟურნალში ლაპარაკია რომ ეკიპაჟს დაემართა შავი ჭირი. კრძალავენ ავადმყოფების საავადმყოფოში გაგზავნას.
          ამასობაში ელენი კითხულობს ვამპირების წიგნს და ყველაფერს იგებს.
   « საშინელი ჯადოს მოხსნა შეუძლია მხოლოდ წმინდა გულის მქონე ქალს რომელიც ნებაყოფლობით შესთავაზებს თავის სისხლს ნოსფერატუს და გადაიყვანს ვამპირს თავის მხარეს მამლების დაყივლებამდე »-ესაა ნათქვამი წიგნში.

  მალე ანის დაემართება შავიჭირი. ნოკი მოახრჩობს მცველს და გარბის საავადმყოფოდან.
     ელენი მოპირდაპირე სახლის ფანჯარაში ხედავს ნოსფერატუს. ის ქმარს სთხოვს პროფესორი ბულვერის პოვნას.
     ნოსფერატუ ადის მის ოთახში.  ქმრის არყოფნაში ელენი სწირავს თავს და ვამპირს აძლევს მისი კბენის უფლებას. ყივის მამალი,ნოსფერატუ სუსტდება და მისი სილუეტი ქრება.
                   თავის პალატაში მიყვანილი ნოკი იგებს რომ ვამპირი,რომლის გაფრთხილებასაც ის ცდილობდა,მკვდარია.
                პროფესორი ბულვერი და ხატერი შედიან ელენის ოთახში.
      ელენი კვდება ქმრის ხელებზე.
   ეკრანზე ჩნდება წარწერა :  « და ამ დროიდან შავი ჭირით ავადმყოფები აღარ კვდებიან და ვამპირის დამთრგუნველი ჩრდილი ქრება დილის მზეში »...

      სიტყვა ნოსფერატუ ნიშნავს ავადმყოფობათა მომტანს-ორლოკი მართლაც ჰგავს თავის გემის მეგობარ ვირთხებს რომლებმაც ქალაქში მოიტანეს შავი ჭირი.
    ომისშემდგომმა ევროპამ გადაიტანა « ისპანკას » ეპიდემია და მხოლოდ გერმანიაში დაიღუპა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.
     ქალაქისკენ მომავალი შეუბრალებელი სიკვდილის სურათმა  შეძრა მაყურებელი.
     გრაფის სახემ შეაძრწუნა და შეძრა ევროპა-ფილმის მნახველები.

 ეს ფილმი 21-ე საუკუნეში შესძრავს ანდროპოვის წიწილების მიერ მოწყობილი პერესტროიკით  გაუბედურებულ ხალხსაც.

    ეს იყო ბრემ სტოკერის ნებადაურთველი ეკრანიზაცია ვინაიდან რეჟისორს და კომპანიას არ ჰქონდა ამის უფლება. სტოკერის ქვრივმა ფლორენსმა არ მისცა ეკრანიზაციის უფლება მურნაუს.



მაგრამ გატაცებულმა მურნაუმ არ იფიქრა შედეგებზე. მან იპოვა ვამპირის ბინის გადაღებისთვის შესანიშნავი ნატურა-ბნელი გოთური ციხე-სიმაგრე სლოვაკეთში, მშვიდობიანი  შუკები სამ გერმანულ ქალაქში...


«  ნოსფერატუ-საშინელების სიმფონია » არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი კინემატოგრაფის მთელი ისტორიის მანძილზე. და,რა თქმა უნდა, ის იყო უდიდესი მუნჯური ფილმი.
მან ბიძგი მისცა ლიტერატურული ფანტასტიკური მითების ეკრანიზაციას ველ ნიუტონის,ჟაკ ტურნერის,მარკ რობსონის მიერ,მურნაუს ასისტენტი და მოწაფის ედგარ ულმერის ფირებს.

   ფილმს ახასიათებს ექსპრესიონისტული სტილისტიკა რომელიც მოდური გახდა ფილმი « დოქტორი  კალიგარის კაბინეტის » //1919// შემდეგ. ეს შეესაბამებოდა თხრობის ატმოსფეროს და სიუჟეტს.

. მაგრამ მურნაუმ უარი თქვა საგნობრივი სამყაროს დეფორმაციაზე რომელიც მნახველებს ანცვიფრებდა ფილმში « დოქტორი კალიგარის კაბინეტი » და « ნოსფერატუს » მოქმედება მოაქცია ერთის შეხედვით ჩვეულებრივ ატმოსფეროში.



Однако Мурнау отказался от деформации предметного мира, которая поражала зрителей в «Кабинете доктора Калигари», и поместил действие «Носферату» в привычную, на первый взгляд, обстановку. Ощущение ужаса и сверхъестественности ситуаций внушалось с помощью «внутреннего зрения» главного героя, что передавалось зловещими контрастами черного и белого, композицией кадра, неожиданными пластическими деталями и оригинальными техническими приемами. Экспрессионизм в фильме стал взглядом на действительность, выражением апокалиптического ужаса перед приближением неведомой катастрофы, идущей изнутри, из подполья человека. Мировая слава пришла к Фридриху Вильгельму Мурнау с его девятым фильмом «Носферату-симфония ужаса».

. До Мурнау Мелье в 1896 году («Обитель Дьявола») уже экранизировал знаменитый миф о Дракуле, но все режиссеры, которые пытались перенести его на экран, делали это значительно хуже, чем Мурнау. Шестидесятилетняя Флоренс Стокер после выхода картины в свет возбудила дело в суде против его создателей и выиграла его. Все копии фильма в Германии были уничтожены, однако сохранились в других странах. Персонаж Носферату на экране виден менее девяти минут в течение всего фильма. Мурнау нашел актера Макса Шрека чрезвычайно уродливым, поэтому посчитал, что для своего персонажа ему достаточно заострить уши и вставить острые зубы. Картина была запрещена в Швеции вплоть до 1972 года. Оценка 3 балла.
Rene Guenon in 1950



თანამედროვე ფრანგი მოაზროვნე რენე გენონი არ ყოფილა ექსპრესიონისტი მაგრამ ისიც გააგიჟა თანამედროვეობის ცივმა მატერიალიზმმა და მისი გავლენით ჭეშმარიტი წყობის გადაგვარება-დეგენერაციამ

ის დაადგა სხვა გზას.
რენე გენონის აზრებიდან :
ის რაც ვარგა თანამედროვე სამყაროში მოტანილია ქრისტიანობის მიერ რომელმაც მასთან ერთად მოიტანა წინა ტრადიციების მთელი მემკვიდრეობა// »თანამედროვე სამყაროს კრიზისი »,1927// .




René Guénon and Eric Voegelin on the Degeneration of Right Order




http://ecx.images-amazon.com/images/I/413GK247A7L._.jpg

Né à Blois en novembre 1886, René Guénon s'installe à Paris en 1904, afin de préparer les concours aux grandes écoles en mathématiques spéciales. Parallèlement, il s'intéresse aux mouvements occultistes de toutes sortes qui fleurissent à cette époque dans la capitale. L'année de son mariage, en 1912, il est reçu en maçonnerie à la Grande Loge de France, puis, en islam, est initié au soufisme et prend le nom d'Abdel Wahid Yahia, «le Serviteur de l'Unique». Titulaire en 1916 d'un diplôme d'études supérieures de philosophie consacré à Leibniz et au calcul infinitésimal, il fréquente Jacques Maritain et les milieux thomistes. Il voua alors sa vie à la seule quête de la Connaissance ou Somme métaphysique traditionnelle, dénonce les errements des religions occultistes, collabore à de nombreuses publications consacrée à la Science cachée, particulièrement, dès 1925, à la revue Le Voile d'Isis, qui devient bientôt Études traditionnelles. En 1928, à la mort de sa femme, il quitte Paris, puis l'Europe, pour s'installer définitivement en terre d'Islam. Il vit au Caire à partir de 1930, épouse la fille d'un cheikh en 1934. Il s'attelle à la dénonciation systématique de la rupture opérée par le monde occidental depuis la fin du Moyen Âge avec l'inspiration spirituelle qui doit commander à l'organisation religieuse et sociale : il publie Orient et Occident, qui fixe les conditions de la reconstitution d'une véritable élite (1924), puis La crise du monde moderne, Le roi du monde (1927) et Autorité spirituelle et pouvoir temporel. Il meurt le 7 janvier 1951. Il est l'auteur de vingt-six ouvrages et de trois cent cinquante articles qui formeront la matière de dix volumes.

sous la pression de l’époque moderne dans laquelle règne un matérialisme froid ; René Guénon a donc embrassé l’Islam et est devenu ‘Abd al-Wâhid Yahyâ, il initia le projet de construction de la Grande mosquée de Paris peu avant la Première guerre mondiale ainsi que celui de la fondation d’une université islamique en France.


René Guénon, dans La crise du monde moderne, expose les grandes distinctions entre Tradition et monde moderne. Une des distinctions fondamentales réside dans le contenu et les places respectives de la connaissance et de l’action. La mentalité moderne assure la primauté à l’action. La connaissance n’y joue qu’un rôle auxiliaire. Un exemple de ceci se retrouve dans la science moderne, s’élaborant avant tout à des fins industrielles et militaires (les crédits nécessaires à la recherche venant de ces domaines !). L’esprit traditionnel place au contraire la connaissance au-dessus de l’action, celle-là dirigeant le mouvement de celle-ci. Encore faut-il préciser que la manière d’envisager la connaissance diffère radicalement selon que l’on envisage les choses d’un point de vue traditionnel ou moderne. La connaissance moderne procède de l’étude des phénomènes et se limite ainsi à eux. Le monde phénoménal étant celui de la multiplicité, les savoirs modernes se présentent comme un bric-à-brac non unifié qui ne peut engendrer que des spécialistes, aux vues limitées à leur discipline. La connaissance traditionnelle procède au contraire de l’Unité et des principes. La "spécialisation" n’y consiste qu’en des applications particulières de principes dépassant par le haut les contingences. La partie supérieure n’y est pas perdue de vue, bien au contraire. René Guénon souligne que l’action coupée de la contemplation (connaissance) dégénère rapidement en agitation stérile et destructrice, ce qui est aisément constatable dans l’histoire et les comportements récents.
Une autre déviance de l’époque moderne, en étroite corrélation avec le principe de division présenté au paragraphe précédent, est l’individualisme, auquel l’auteur consacre des développements fournis et précis. L’individualisme peut se définir comme "la négation de tout principe supérieur à l’individualité" (René Guénon, opus cité, p. 101). Cependant, si l’être humain avait en lui-même sa propre raison d’être, pourquoi mourrait-il ? La présence de la mort est révélatrice, de même que celle de la naissance, de l’état de subordination de l’homme à quelque chose le dépassant. L’être humain ne maîtrise pas les deux moments cruciaux de son existence, les deux portes de celle-ci. Isolé en lui-même, coupé de sa partie supérieure, l’individualiste perd toute possibilité de se réaliser, de retrouver son lien avec l’Unité. Il s’arroge le droit de discuter de tout et de faire prévaloir sa propre tournure d’esprit sur celle des autres, quel que soit son degré de capacité effective. L’individualisme a de plus des conséquences sociales importantes. Une collectivité est une somme d’individus. Si chacun de ses membres se considère coupé des autres, comment la cité pourrait-elle fonctionner harmonieusement ? René Guénon intitule un de ses chapitre "Le chaos social". À cet endroit, il expose des considérations sur le désordre affectant l’ensemble du monde moderne. Plus personne n’est à une place correspondant à sa nature, la hiérarchie se disloque. L’auteur développe ici surtout la question de la démocratie.
Le livre se termine sur la prépondérance accordée au matériel par la civilisation moderne, ainsi que sa conséquence immédiate : l’emploi systématique de la force pour répandre ses idées et son mode de vie, aussi aberrant soit-il. Le colonialisme n’en a été qu’un des avatars et la lutte se poursuit aujourd’hui par l’économie et par la guerre. Les dernières pages de La crise du monde moderne évoquent quelques conditions du redressement, du rétablissement de la Tradition. Toutefois, rien de conséquent ne se produira avant que "la Roue ait cessé de tourner" et que s’inaugure un nouveau cycle.
Extrait
Le chaos social
(…) Cela peut sembler paradoxal à une époque de "spécialisation" à outrance, et pourtant il en est bien ainsi, surtout dans l’ordre politique ; si la compétence des "spécialistes" est souvent fort illusoire, et en tous cas limitée à un domaine très étroit, la croyance à cette compétence est cependant un fait, et l’on peut se demander comment il se fait que cette croyance ne joue plus aucun rôle quant il s’agit de la carrière des hommes politiques, où l’incompétence la plus complète est rarement un obstacle. Pourtant, si l’on y réfléchit, on s’aperçoit aisément qu’il n’y a là rien dont on doive s’étonner, et que ce n’est en somme qu’un résultat très naturel de la conception "démocratique", en vertu de laquelle le pouvoir vient d’en bas et s’appuie essentiellement sur la majorité, ce qui a nécessairement pour corollaire l’exclusion de toute véritable compétence, parce que la compétence est toujours une supériorité au moins relative et ne peut être que l’apanage d’une minorité.
(…) Il y a là une relation qui suppose nécessairement deux termes en présence : il ne pourrait y avoir de gouvernés s’il n’y avait aussi des gouvernants, fussent-ils illégitimes et sans autre droit au pouvoir que celui qu’ils se sont attribué eux-mêmes ; mais la grande habileté des dirigeants, dans le monde moderne, est de faire croire au peuple qu’il se gouverne lui-même ; et le peuple se laisse persuader d’autant plus volontiers qu’il en est flatté et que d’ailleurs il est incapable de réfléchir assez pour voir ce qu’il y a là d’impossible. C’est pour créer cette illusion qu’on a inventé le "suffrage universel" : c’est l’opinion de la majorité qui est supposée faire la loi ; mais ce dont on ne s’aperçoit pas, c’est que l’opinion est quelque chose que l’on peut très facilement diriger et modifier ; on peut toujours, à l’aide de suggestions appropriées, y provoquer des courants allant dans tel ou tel sens déterminé : nous ne savons plus qui a parlé de "fabriquer l’opinion", et cette expression est tout à fait juste, bien qu’il faille dire, d’ailleurs, que ce ne sont pas toujours les dirigeants apparents qui ont en réalité à leur disposition les moyens nécessaires pour obtenir ce résultat. Cette dernière remarque donne sans doute la raison pour laquelle l’incompétence des politiciens les plus "en vue" semble n’avoir qu’une importance très relative ; mais, comme il ne s’agit pas ici de démonter les rouages de ce qu’on pourrait appeler la "machine à gouverner", nous nous bornerons à signaler que cette incompétence même offre l’avantage d’entretenir l’illusion dont nous venons de parler : c’est seulement dans ces conditions, en effet, que les politiciens en question peuvent apparaître comme l’émanation de la majorité, sur n’importe quel sujet qu’elle soit appelée à donner son avis, est toujours constituée par les incompétents, dont le nombre est incomparablement plus grand que celui des hommes qui sont capables de se prononcer en parfaite connaissance de cause.
Une civilisation matérielle
(…) On dira que ces hommes sont peu nombreux aujourd’hui, et on se croira autorisé par là à les tenir pour quantité négligeable ; là comme dans le domaine politique, la majorité s’arroge le droit d’écraser les minorités, qui, à ses yeux, ont évidemment tort d’exister, puisque cette existence même va à l’encontre de la manie "égalitaire" de l’uniformité. Mais, si l’on considère l’ensemble de l’humanité au lieu de se borner au monde occidental, la question change d’aspect : la majorité de tout à l’heure ne va-t-elle pas devenir une minorité ? Aussi n’est-ce plus le même argument qu’on fait valoir dans ce cas, et, par une étrange contradiction, c’est au nom de leur "supériorité" que ces "égalitaires" veulent imposer leur civilisation au reste du monde, et qu’ils vont porter le trouble chez des gens qui ne leur demandaient rien ; et, comme cette "supériorité" n’existe qu’au point de vue matériel, il est tout naturel qu’elle s’impose par les moyens les plus brutaux. Qu’on ne s’y méprenne pas d’ailleurs : si le grand public adopte de bonne foi ces prétextes de "civilisation", il en est certains pour qui ce n’est qu’une simple hypocrisie "moraliste", un masque de l’esprit de conquête et des intérêts économiques : mais quelle singulière époque que celle où tant d’hommes se laisse persuader qu’on fait le bonheur d’un peuple en l’asservissant, en lui enlevant ce qu’il a de plus précieux, c’est-à-dire sa propre civilisation, en l’obligeant à adopter des moeurs et des institutions qui sont faites pour une autre race, et en l’astreignant aux travaux les plus pénibles pour lui faire acquérir des choses qui lui sont de la plus parfaite inutilité ! Car c’est ainsi : l’Occident moderne ne peut tolérer que des hommes préfèrent travailler moins et se contenter de peu pour vivre ; comme la quantité seule compte, et comme ce qui ne tombe pas sous le sens est d’ailleurs tenu pour inexistant, il est admis que celui qui ne s’agite pas et qui ne produit pas matériellement ne peut être qu’un "paresseux" ; sans même parler à cet égard des appréciations portées couramment sur les peuples orientaux, il n’y a qu’à voir comment sont jugés les ordres contemplatifs, et cela jusque dans les milieux soi-disant religieux. Dans un tel monde, il n’y a plus de place pour l’intelligence ni pour tout ce qui est purement intérieur, car se sont là des choses qui ne se voient ni ne se touchent, qui ne se comptent ni ne se pèsent : il n’y a de place que pour l’action extérieure sous toutes ses formes, y compris les plus dépourvues de toute signification. Aussi ne faut-il pas s’étonner que la manie anglo-saxonne du "sport" gagne chaque jour du terrain : l’idéal de ce monde, c’est l’"animal humain" qui a développé au maximum sa force musculaire ; ses héros, ce sont les athlètes, fussent-ils des brutes ; ce sont ceux-là qui suscitent l’enthousiasme populaire, c’est pour leurs exploits que les foules se passionnent ; un monde où l’on voit de telles choses est vraiment tombé bien bas et semble bien près de sa fin. (…)

Комментариев нет:

Отправить комментарий